Monday, November 17, 2014

ტრენინგის შეჯამება

  ინტელის სასწავლო კურსი ძალიან საინტერესო  აღმოჩნდა.უამრავი ახალი ინფორმაცია მივიღე.ვისწავლეთ თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს პროექტებით.მიმაჩნია ,რომ პროექტებით სწავლება განუვითარებს მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს,რაც ძალზედ მნიშვნელოვანია მათი მომავალი წარმატებისთვის.
     ვისწავლეთ ბლოგის შექმნა.ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინზე და უამრავი ახალი საკითხი მიმოვიხილეთ ბლოგის ირგვლივ.ვფიქრობ ძალიან დამეხმარება ნასწავლი მასალა ჩემი პროფესიული წინსვლისას.რაც ამ ტრენინგზე შვისწავლე ჩემთვის ძალიან სასარგებლოა.გავხდი უფრო მოტივირებული და თავდაჯერებული ჩემს შესაძლებლობებში.
       შევქმენი პორტფოლიო და ავტვირთე  ბლოგზე, შევისწავლეთ სიის გაჯეტის დამატება და თანმიმდევრობის  შეცვლა, ასევე ბლოგში ცვლილებების შეტანა. ასევე კორექტირება და წაშლა.
   ძალიან საინტერესო იყო picasa-ალბომის შექმნა და ბლოგზე ატვირთვა. სურათების ჩამატება-წაშლა, ახალი ალბომის გაკეთება და ძველის კორექტირება. ეს ძალიან დამეხმარება ბლოგის  შექმნის დროს.
   უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ქეთის გაწეული შრომისათვის.ასეთი დაუღალავი და ენერიული ტრენერები ღმერთმა უმრავლოს ჩვენს ქვეყანას.წარმატებები ქალბატონ ქეთის .

მე-9 დღე


1.გამეორება-პროექტის პორტფოლიოს გადახედვა
2.პროექტის ატვირთვა
3.მუშაობა ბლოგში
4.შეჯამება ბლოგში
   
     ტრენინგის მე-9 დღე დავიწყეთ წინა დღეს ნასწავლი მასალის გამეორებით.გავხსენით ჩვენი პორტფოლიოს power point-ი.გავიხსენეთ ამ პროგრამაში ნასწავლი მასალა.
      ვისწავლე ახალი ტერმინი ჰიპერ-ლინკი(ინტერნეტის გარეშე ერთი ელემენტიდან დაკავშირება მეორესთან).გადავხედეთ ჩვენს საქაღალდეს.ვისწავლეთ პროექტის ატვირთვა ბლოგზე.გავიმეორეთ ბლოგში ნასწავლი მასალა,გავიხსენეთ ,თუ როგორ უნდა გადავარქვათბლოგს სახელი,როგორ წავშალოთ ბლოგი.
       ვისწავლეთ გვერდის შექმნა.შევქმენით რამდენიმე ახალი გვერდი,ვისწავლეთ გვერდების გადაადგილება და წაშლა. გავიგე ,რომ გვერდის შექმნისას  აუცილებლად უნდა მივუთითო სათაური.
       ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღე.გული მწყდება,რომ ვამთავრებ ასეთ მნიშვნელოვან და ბევრის მომცემ ტრენინგს.ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი  ტრენინგი მაქვს გავლილი,მაგრამ მიმაჩნია ინტელის კურსი საუკეთესოა მათ შორის.დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის დაუღალავი შრომისთვის და თითოეული პედაგოგისთვის გაწეული დახმარებისთვის.

Sunday, November 16, 2014

მე–8 დღე


1.გამეორება
2.ფასილიტაციის რესურსი
3.პორტფოლიოს გადახედვა
4.პროექტის პრეზენტაცია
5.რეფლექსია
        მე–8 დღე დავიწყეთ წინა დღის გამეორებით.ვისწავლეთ სიტყვა ფასილიტაცია,შევქმენით ფასილიტაციის რესურსი.ქალბატონმა ქეთიმ გვაჩვენა თავისი შექმნილი ფასილიტაციის რესურსი,ამის შემდეგ ინდივიდუალურად ვიმუშავეთ power point-ში და შევქმენით ფასილიტაციის ნიმუში.
        გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს,გადავარქვით საქაღალდეებს სახელები,შევიტანეთ საბოლოო რედაქტირება.

         ტრენინგის ბოლოს განვიხილეთ ერთმანეთის პრეზენტაციები.მოვისმინეთ ერთმანეთის მოსაზრებები პროექტებთან დაკავშირებით.ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი შეხედულებები,მივეცით რჩევა–დარიგებები.ძალიან ნაყოფიერი დღე იყო.აუცილებლად გამოვიყენებ ნასწავლ მასალას ჩემს პროფესიულ საქმიანობაში. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი დღისთვის.

Saturday, November 15, 2014

მე-7 დღე

1.გამეორება
2.ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება
3.პროექტის გეგმაზე მუშაობა
4.რეფლექსია
   
      ტრენინგის მეშვიდე დღე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.გავიმეორეთ წინა მასალავიმსჯელეთ,რომ მასწავლებლის მიზანია,ყველა მოსწავლეში მიაღწიოს სტანდარტით განსაზღვრულ შედეგს და მიზანს.გავეცანით,თუ როგორ უნდა გავითვალისწინოთ ყველა მოსწავლის საჭიროებები.გავიგე როგორ უნდა ჩავრთო პროექტში განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები.
      ვიმუშავეთ ჩვენი  პროექტის გეგმაზე.  ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ჩემთვის.

Sunday, November 9, 2014

მე-6 დღე

1.გამეორება
2.მოსწავლის პრეზენტაცია
3.მოსწავლეთა შეფასება-შეფასების რუბრიკები
4.რეფლექსია
 
         ტრენინგის მე-6 დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.შემდეგ ვიმუშავეთ POWER-POINT-ში.ვისწავლეთ ,თუ როგორ გავაკეთოთ პრეზენტაცია.ქალბატონმა ქეთიმ გვაჩვენა პრეზენტაცია,რომელიც დაგვეხმარა მოსწავლის პრეზენტაციის გაკეთებაში.
         განვიხილეთ მოსწავლის შეფასების რუბრიკები.ვნახეთ  უამრავი ნიმუში.დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო.მადლობა ჩვენს ტრენერს.

Saturday, November 8, 2014

მე-5 დღე

     

     1.გამეორება
     2.საავტორო  უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები
     3.კომენტარები ბლოგზე
     4.მუშაობა ბლოგზე-მოსწავლის ნიმუშის შექმნა
     5.რეფლექსია

      მე-5 დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.ამის შემდეგ,ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე,ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირებასა და სწავლებაზე.
       გავეცანით გამოყენებულ ლიტერატურის მარტივ შაბლონს.ვისწავლეთ მისი შევსების წესი,ასევე ვისწავლეთ სურათების გადმოწერა და ჩვენს საქაღალდეში შენახვა.
       ვისწავლეთ როგორ დავათვალიეროთ,ასევე როგორ დავაკომენტაროთ ბლოგები.დავათვალიერეთ ტრენინგზე მყოფი მასწავლებლების ბლოგები,გავუკეთეთ ერთმანეთს სხვადასხვა კომენტარები.
       გავიმეორეთ ბლოგში მუშაობა.ვისწავლეთ,თუ როგორ უნდა შექმნას მოსწავლემ ბლოგი.
       ვისწავლე ახალი ტერმინი ,,გაჯეტი"(დამატებითი ელექტრონული ინსტრუმენტი).დღეს ვისწავლეთ 2 გაჯეტი:სურათის და გამოკითხვის,ასევე ვისწავლეთ გაჯეტების წყობის შეცვლა.
       დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა.დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის ასეთი საინტერესო დღისთვის.

Sunday, November 2, 2014

ტრენინგის მე-4 დღე

1.გამეორება
2.შეფასების  სხვადასხვა მეთოდების გაცნობა
3.დროში გაწერილი შეფასების გეგმა
4.პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია
5.მუშაობა ბლოგში
6.რეფლექსია
    
    ტრენინგის  მე-4 დღე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.გავიმეორეთ წინა დღეს მასწავლი მასალა.შემდეგ განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები.შევავსეთ საბაზისო დროის ჩარჩო,გავიგეთ შეფასების მიზნები.გავეცანით დროში გაწერილ შეფასების გეგმის ცხრილს.
    დავწერეთ დროში გაწელილი შეფასების გეგმა.ვისწავლეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის გაკეთება.ვიმუშავეთ power point-ში.ვისწავლეთ სლაიდების გაკეთება.
     ვიმუშავეთ ბლოგში.ვისწავლეთ ბლოგის სათაურის შეცვლა,ბლოგის წაშლა აღდგენა,ასევე სურათის ჩასმა.ვიმეცადინეთ ბლოგის დიზაინის შეცვლაზე.
     დღევანდელი დღე ძალიან მნისვნელოვანი იყო.უამრავი ახალი მასალა ავითვისე.მადლობა ჩვენს ტრენერს ასეთი საინტერესო დღისთვის.

Saturday, November 1, 2014

ტრენინგის მე-3 დღე

1.გამეორება
2.პროექტის გეგმაზე მუშაობა
   სტანდარტის დადგენა
   მიზნის განსაზღვრა
   მიმართულების მიმცემი კითხვები
3.მუშაობა ბლოგში


   მე-3 დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი  აღმოჩნდა.გავიმეორეთ წინა დღის მასალა.გავეცანი სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობის პრინციპს .გავიგე,რომ პროექტის გეგმაზე მუშაობის დასაწყებად აუცილებელია სტანდარტის დადგენა.ამის შემდეგ უნდა დავსახოთ მიზნები.გავეცანი მიმართულების მიმცემ კითხვებს,რაც ძალიან დამეხმარა პროექტის  გეგმის შესადგენად.გავიგე,რომ პროექტის მიზანს ვადგენთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან და ეროვნული სასწავლო გეგმიდან.
    ტრენინგის ბოლოს ვიმუშავეთ ბლოგში, გავიმეორეთ ნასწავლი მასალა.ვისწავლეთ თუ როგორ შევცვალოთ დრო.
     ეს დღე ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის.უამრავი ახალი ინფორმაცია ავითვისე,რასაც აუცილებლად გამოვიყენებ  სასწავლო პროცესის მსვლელობისას.დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს კიდევ ერთი სასიამოვნო დღისთვის.
    

Sunday, October 26, 2014

ტრენინგის მე-2 დღე

 
1.საშინაო დავალება-პროექტების მიმოხილვა
2.წინა დღის მასალის გამეორება
3.word-ის ინსტრუმენტების გაცნობა
4.ბუკლეტის დამზადება
5.რეფლექსია

           მე-2 დღე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.ტრენინგი დავიწყეთ საშინაო დავალების სემოწმებით.მიმოვიხილეთ ერტმანეთის პროექტები.ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი შეხედულებები  აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით. გავიმეორეთ და შევაჯამეთ პირველ დღეს ნასწავლი მასალა.
           განვიხილეთ მეორე მოდული. გავეცანით word-ის დოკუმენტში მუშაობის პრინციპს,გავიმეორეთ ყველა ის ბრძანება,რაც გვჭირდება word-ში სამუშაოდ.
            ვისწავლე პუბლიკაციების მომზადება,რაც ძალზედ მნიშვნელოვანია კარგი პროექტის მოსამზადებლად.ყველაზე ძალიან მომეწონა ბუკლეტების დამზადება.დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის ასეთი  დაუღალავი  შრომისთვის.
            

Saturday, October 25, 2014

ტრენინგის პირველი დღე


1.გაცნობა
2.ინტელის ძირითადი კურსის გაცნობა
3.გზამკვლევის(viewer)გაცნობა
4.პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა
5.კურსის რესურსების გაცნობა-შენახვა
6.პროექტების განხილვა
7.ბლოგის შექმნა
8.რეფლექსია
 

           ინტელის კურსის პირველი დღე ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის.გავეცანი ტრენინგზე დამსწრე მასწავლებლებს.გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი შეხედულებები ტექნოლოგიებთან დაკავშირებით,გავიგეთ ერთმანეთის მოსაზრებები,თუ რამდენად ხშირად ვიყენებთ ტექნოლოგიებს საგაკვეთილო პროცესში.
            როგორც მივხვდი ინტელის ძირითადი კურსის მიზანია როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები პროექტის გასაკეთებლად.ვისწავლე თუ როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები,თუ როგორ შეიძლება გამოვიყენო ტექნოლოგიები ეფექტურად.გავიგე,რომ პროექტი შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს  განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო  და 21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევები.ვისწავლე პორტფოლიოს საქაღალდისა და ქვესაქაღალდეების   შექმნა.ჩვენი მიზანია შევიმუშაოთ პროექტის პორტფოლიო,რომელსაც გამოვიყენებ კლასში და რომელიც დაგვეხმარება სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში. 
            გავეცანი სხვადასხვა პროექტებს,ვნახე უამრავი პროექტის ნიმუში.იმედი მაქვს დგეს მიღებულ ცოდნას პროექტებთან დაკავშირებით გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში,რაც დადებითად აისახება მოსწავლეებზე.
            ვისწავლე ბლოგის შექმნა,რაც ძალზედ მნისვნელოვანია ჩემი პროფესიული საქმიანობისთვის. იმედი მაქვს, შემდეგი ტრენინგებიც ისეთივე მნისვნელოვანი იქნება,როგორიც დღეს.მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ ქეთის  დღევანდელი დღისთვის.