1.გამეორება
2.საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები
3.კომენტარები ბლოგზე
4.მუშაობა ბლოგზე-მოსწავლის ნიმუშის შექმნა
5.რეფლექსია
მე-5 დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.ამის შემდეგ,ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე,ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირებასა და სწავლებაზე.
გავეცანით გამოყენებულ ლიტერატურის მარტივ შაბლონს.ვისწავლეთ მისი შევსების წესი,ასევე ვისწავლეთ სურათების გადმოწერა და ჩვენს საქაღალდეში შენახვა.
ვისწავლეთ როგორ დავათვალიეროთ,ასევე როგორ დავაკომენტაროთ ბლოგები.დავათვალიერეთ ტრენინგზე მყოფი მასწავლებლების ბლოგები,გავუკეთეთ ერთმანეთს სხვადასხვა კომენტარები.
გავიმეორეთ ბლოგში მუშაობა.ვისწავლეთ,თუ როგორ უნდა შექმნას მოსწავლემ ბლოგი.
ვისწავლე ახალი ტერმინი ,,გაჯეტი"(დამატებითი ელექტრონული ინსტრუმენტი).დღეს ვისწავლეთ 2 გაჯეტი:სურათის და გამოკითხვის,ასევე ვისწავლეთ გაჯეტების წყობის შეცვლა.
დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა.დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის ასეთი საინტერესო დღისთვის.
No comments:
Post a Comment